კალათბურთი

14:36 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტეხასური დერბი ჰოვარდის გარეშე

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიქსი” ნბა-ში მომდევნო მატჩს შაბათს დილით “როკეტსის” წინააღმდეგ ჩაატარებს და გამარჯვებისთვის ბრძოლას ის ფაქტი გაუადვილებს, რომ ჰიუსტონელები დუაიტ ჰოვარდის გარეშე ითამაშებენ.

30 წლის ამერიკელ ცენტრს მიმდინარე სეზონში დასვენების საშუალებას ხშირად აძლევენ და მორიგი უქმობა სწორედ ტეხასური დერბისთვის უწევს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ექიმები “სუპერმენს” შვიდი დღის განმავლობაში 5 მატჩის ჩატარებას არ ურჩევენ.

ამ სეზონში ჰოვარდი მოედანზე 14-ჯერ გავიდა, მისი საშუალო მონაგარი კი 12.9 ქულა, 12.3 მოხსნა და 1.9 პასია.

0.113195