ჭადრაკი

14:07 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფიდე-ს განახლებული რეიტინგები

საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციამ (ფიდე) ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა, რომლებშიც ტრადიციულად ქართველებიც ფიგურირებენ.

მანდილოსანთა შორის ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ნანა ძაგნიძეს (2559) აქვს, რომელიც მეოთხეა. სრულად, მოწინავე ათეული ასე გამოიყურება:

ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2683), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2583), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2559), ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2543), ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2542), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2535), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2534), კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2529), პია კრამლინგი (შვედეთი, 2523).

მოწინავე ასეულში კიდევ რამდენიმე ქართველი მოჭადრაკეა: 15. ნინო ბაციაშვილი (2498), 16. ბელა ხოტენაშვილი (2496), 21. ლელა ჯავახიშვილი (2486), 35. სალომე მელია (2452), 49. ნინო ხურციძე (2432), 72. მერი არაბიძე (2390), 97. სოფო გურამიშვილი (2368), 99. მაია ლომინეიშვილი (2365).

ვაჟებში ისევ ნორვეგიელი მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი ლიდერობს. მის გარდა, პირველ ათეულში არიან: ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2803), ვიშვანათჰან ანანდი (ინდოეთი, 2796), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2796), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2793), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2788), ფაბიანო კარუანა (აშშ, 2787), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2784), დინ ლიჟენი (ჩინეთი, 2778) და უესლი სო (აშშ, 2775).

ქართველ დიდოსტატ ბაადურ ჯობავას 2673 პუნქტით 70-ე ადგილი უკავია.

20 წლამდე გოგონებში ორი წარმომადგენელი გვყავს: 17. ნინო ხომერიკი (2321) და 71. ნატო იმნაძე (2212).

0.119175