ფეხბურთი

13:46 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ იბრაჰიმოვიჩს შეელევა და რონალდუს გაიფორმებს

ფრანგულ გრანდ პსჟ-ს მომავალი სეზონისთვის ამბიციური გეგმები აქვს და ამისათვის საკადრო მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს.

მაგალითისთვის, 34 წლის შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულში ეწურება და მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება სურს, თუმცა, Le Parisien-ის ცნობით, პარიზელებმა შესაძლოა მასზე უარი თქვან. მართალია ამის შესახებ კლუბში ოფიციალურად ჯერ არავინ საუბრობს, მაგრამ ჟურნალისტები ირწმუნებიან, ასეთ შემთხვევაში ზლატანი “მილანში” დაბრუნდებაო.

იბრაჰიმოვიჩის ნაცვლად პსჟ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს მიწვევას გეგმავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ-ჰეილაიფი ამ ტრანსფერთან დაკავშირებით პირადად აწარმოებს მოლაპარაკებას. მას არც ფეხბურთელის მაღალი ანაზღაურება აშინებს, მით უმეტეს, რომ ზლატანის წასვლის შემთხვევაში, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოთავისუფლდება.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში, იბრაჰიმოვიჩმა 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო რონალდუს ანგარიშზე 20 თამაშში 17 გოლი და ოთხი გადაცემაა.

0.11816