ფეხბურთი

11:33 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიაში ფიფას ჩინოვნიკების დაპატიმრების ახალი სერია დაიწყო

ამ დღეებში შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ფიფას აღმასკომი მიმდინარეობს და ქვეყნის პოლიციაც თავისი ფეხით ჩასული ამ ორგანიზაციის ჩინოვნიკების დაპატიმრების ახალ სერიას აწარმოებს.

New York Times-ის ცნობით, დააპატიმრებენ 10-ზე მეტ ადამიანს და მათი უმრავლესობა კონმებოლისა და კონკაკაფის წარმომადგენელი იქნება. დაკავებები აშშ-ს მთავრობის მიერაა ინიცირებული და საქმე რა თქმა უნდა კორუფციულ სკანდალს ეხება.

2015 წლის მაისის მოვლენების მსგავსად, დაჭერები იმავე სასტუმროში მიმდინარეობს - Baur au Lac-ში. პოლიციის წარმომადგენლები შენობაში გამთენიისას, 6 საათზე შევიდნენ. საგანგებო მდგომარეობის გამო, ფოიეში მყოფ ადამიანებს შენობა დაატოვებინეს.

ბოლო ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან კონკაკაფისა და კონმებოლის ხელმძღვანელები. აღნიშნულთან დაკავშირებით ფიფა საგანგებო სხდომის გამართვას გეგმავს.

თეგებიფიფა
0.114848