თამაშგარე

10:35 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარიას არ ასვენებენ

რუსის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი ჭორი და ავყიობა, რამდენიც რუს ჩოგბურთელს, მარია შარაპოვას მოხვდა. ჯერ იყო და იძახდნენ, ეგ თუ კარგი ქალია, რატომ არ თხოვდება და რატომ დაძრწის სხვადასხვა კაცებთან ამძუვნებული მარტის კატასავითო. მერე გათხოვდა და...

გათხოვება მარიას ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ეპიზოდია და რუსი მეჩოგნე ამ ამბებს არასოდეს იხსენებს. მით უმეტეს ახლა, როდესაც თავის ყოფილ ქმარს, გრიგორ დიმიტროვს უკვე დაშორებულია და აშკარაა, რომ მარია ის ქალი არაა, რომელსაც წარსულში ქექვა და ძველი საწმერთულების გამომზეურება ეყვარება.

ახლა კი, როდესაც მარია შარაპოვა კვლავ ჩიტივით თავისუფალია, მასზე ჭორების ახალი ტალღა აგორდა და ხან ვისთან “აკოტრიალებენ” მოლაყბე ხალხი და ხან ვისთან. ეს შარაპოვა კი იძახის, ჩემს პირად ცხოვრებას ხელი უშვითო, მაგრამ ბულვარულ მედიას გააგონებს ამას? მეტია რაა ჩვენი მტერი...

0.156816