ფეხბურთი

0:56 | 3.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: გოლები აზერბაიჯანში და მაკარიძის მორიგი მშრალი მატჩი

აზერბაიჯანის თასის მერვედფინალში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა “ინტერმა” სტუმრად 3:1 მოუგო “თურანს”. ერთი გოლი ლაშა კასრაძემ გაიტანა, კერძოდ, 25-ე წუთზე 2:1 გახადა ანგარიში. “ინტერში” კასრაძის გარდა ითამაშეს გიორგი ლომაიამ და ლაშა სალუქვაძემ, ხოლო ნიკა კვეკვესკირი და ზურაბ ხიზანიშვილი ტრავმირებულნი არიან.
თასზევე, აზალ-მა შინ “ზირესთან” 1:2 წააგო. აზალ-ში ორი ქართველია: სანდრო გურული და ნუგზარ კვირტია. გურულმა გოლიც გაიტანა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეამცირა სხვაობა.
პოლონეთში ლადო დვალიშვილის “პოგონმა” 1:0 სძლია “ლეხიას” და მეოთხე ადგილზეა. ლადო 50-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე, თუმცა გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.
პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში გიორგი მაკარიძის “ფეირენსემ” მორიგი მატჩი მოიგო და ამჯერადაც, ქართველმა მეკარემ მშრალად შეინახა კარი: “ვარზიმთან” 1:0 მოიგეს და უკვე მეორე ადგილზედ არიან. მაკარიძე მართლაც მშვენიერ სეზონს ატარებს.
მოიგო ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტემაც” –სტუმრად “ოლივარენსესთან” 2:1. ავთომ 87 წუთი ითამაშა. ებრალიძის გუნდი მეექვსეზეა.

0.117735