ფეხბურთი

17:21 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” მიზანში ბერნარდესკი ამოიღო

კატალონიის “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნეში ფლორენციის “ფიორენტინასა” და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი მოხვდა. ამის შესახებ კატალონური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იუწყება. 21 წლის ნახევარმცველი “ბლაუგრანას” თავკაც ლუის ენრიკეს თვალთახედვის არეში იმყოფება, ხოლო მისი სატრანფერო ღირებულება ამჟამად 6 მილიონ ევროს შეადგენს.

ბერნარდესკი, რომელიც “ფიორენტინას” აღზრდილია, მთავარ გუნდში 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს და მიმდინარე სეზონში “იების” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. აქამდე მან სერია A-ში 11-ჯერ ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, ფედერიკო გაცილებით შედეგიანად თამაშობს ევროპა ლიგაზე, სადაც 4 მატჩში თავი სამჯერ გამოიჩინა.

0.112681