ფეხბურთი

14:16 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ლიგის თასის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია (+VIDEO)

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალის საგზური “მანჩესტერ სიტიმ”, “ევერტონმა” და “სტოკმა” მოიპოვეს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ლიდერმა ჩემპიონშიფის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი “ჰალი” “ეტიჰად სთედიუმზე” იოლად 4:1 დაამარცხა. მასპინძლები ვილფრიდ ბონიმ მე-12 წუთზე დააწინაურა. მატჩის ბოლოს 7 წუთის მონაკვეთში კერეჩი იეანაჩომ (80) და კევინ დე ბრუინმა (82, 87) სამი გოლი გაიტანეს, პრესტიჟის გოლი კი ენდრიუ რობერტსონმა მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გაიტანა.

“ევერტონმა” “მიდლსბროს” საქმე 8 წუთში მოუგვარა. პირველი ტაიმში ანგარიში ჟერარდ დეულოფეუმ (20) გახსნა და მალევე რომელუ ლუკაკუს (28) გაატანინა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ესპანელმა აქტივში 2 გოლი და 9 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ბელგიელი თავდამსხმელი ინგლისში პროდუქტიულ თამაშს განაგრძობს. 17 მატჩში 22 წლის ლუკაკუს 12 გოლი და 4 პასი დაუგროვდა.

“სტოკ სიტიმ” “შეფილს” თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და საკმაოდ იოლად მოიპოვა ნახევარფინალის საგზური. იბრაჰიმ აფელაიმ “სტოკის” რიგებში პირველად გაიტანა. ჰოლანდიელმა მასპინძლები 30-ე წუთზე დააწინაურა. აფელაის თანამემამულემ მარკო ვან გინკელმა კი 75-ე წუთზე ფილიპ ბარდსლის გაატანინა. მასპინძლებს ვეტერანი პიტერ კრაუჩი დაუშავდათ და მარკ ჰიუზმა იგი მე-13 წუთზე შეცვალა.

ლიგის თასის მეოთხედფინალური ეტაპის ცენტრალურ მატჩში კი “საუთჰემპტონი” “ლივერპულს” დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში აღნიშნული გუნდების დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრას “წმინდანები” ზედიზედ ორი წაგებით ხვდებიან, ხოლო “მერსისაიდელები” კარგ ხასიათზე არინ, რადგან ბოლო 7 შეხვედრიდან იურგენ კლოპის გუნდს ზედიზედ სამი მოგება აქვს. მატჩი 2 დეკემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მანჩესტერ სიტი - ჰალი 4:1 (VIDEO)

მიდლსბრო - ევერტონი 0:2 (VIDEO)

სტოკი - შეფილდი 2:0 (VIDEO)

0.1245