სასტარტო 18 შეხვედრიდან თვრამეტივეს წამგებმა “ფილადელფიამ”, რომელმაც მრავალი ანტირეკორდი დაამყარა, ბოლოსდაბოლოს გამარჯვების გემო გაიხსენა. ფილადელფიელებმა შინ “ლეიკერსი” 103:91 დაამარცხეს. პირველი ორი პერიოდის წაგების შემდეგ მასპინძლებმა შეხვედრის შემოატრიალება მოახერხეს და ნბა-ს ოფიციალურ შეხვედრებში 2015 წლის მარტის თვის შემდეგ პირველად იმარჯვეს. “სევენთი სიქსერსმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა - 6 კალათბურთელმა მინიმუმ 12 ქულა ჩააგდო, მათ შორის 23 ქულით კოვინგტონი გამოირჩა. “ლეიკერსის” რიგებში საუკეთესო 20 ქულით ლეგენდა კობი ბრაიანტი იყო.
“მემფისმა” გასვლაზე “ნიუ ორლეანს 113:104 აჯობა. მატჩის გმირი “დათვების” ცენტრი მარკ გასოლი გახდა, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი 38 ქულა ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა და 6 პასი დაამატა.
აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი “კლივლენდ კავალიერსი” შინ “ვაშინგტონ ვიზარდსთან” 85:97 დამარცხდა. დედაქალაქელებმა პირველი სამი პერიოდი მოიგეს, ხოლო დასკვნით პერიოდში “კავალიერსმა” ვერაფერი გააწყო. “ვაშინგტონში” ჯონ უოლი 35 ქულით და 10 პასით გამოირჩა. ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი შეასრულა (24 ქულა, 13 მოხსნა), მაგრამ “მეფეს” თამაშს არ ჰგავდა. ჯეიმსმა 3-დან ვერც ერთი სამქულიანი ჩააგდო და 17-დან 8 ორქულიანი გამოიყენა, ლებრონმა ბურთი 9-ჯერ დაკარგა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია.
“კლივლენდი” – “ვაშინგტონი” 85:97 (24:27, 19:27, 24:26, 18:17)
“კლივლენდი”: ჯეიმსი (24 ქ. 13 მ.), დელავედოვა (15 ქ.), სმიტი (13 ქ.), უილიამსი 12 ქ.)
“ვაშინგტონი”:უოლი (35 ქ. 10 პ.), ბილი (18 ქ.), გორტატი (15 ქ. 11 მ.), დადლი (12 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=QSsBa_RZbBo
“ფილადელფია” – “ლეიკერსი” 103:91 (26:33, 24:25, 30:17, 23:16)
“ფილადელფია”: კოვინგტონი (23 ქ.), გრანტი (14 ქ.), ნოელი (14 ქ.), ოკაფორი (12 ქ.), ტომპსონი (12 ქ.), ქენანი (12 ქ.)
“ლეიკერსი”: ბრაიანტი (20 ქ.), კლარკსონი (19 ქ.), რასელი (12 ქ.), რანდლე (12 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=5TijTZilORQ
“ბრუკლინი” – “ფინიქსი” 94:91 (25:20, 26:22, 19:31, 24:18)
“ბრუკლინი”: ლოპესი (23 ქ.), ლარკინი (11 ქ.), ჯეკი (11 ქ.), ელინგტონი (11 ქ.)
“ფინიქსი”: ნაითი (26 ქ.), ბლედსოუ (17 ქ.), ლენი (13 ქ. 14 მ.), ტელეტოვიჩი (12 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=g0VXZgV2cYs
“მინესოტა” – “ორლანდო” 93:96 (14:21, 27:33, 26:22, 26:20)
“მინესოტა”: უიგინსი (27 ქ.), მარტინი (16 ქ.), ლავინი (12 ქ.), დიენგი (11 ქ.)
“ორლანდო”: ვუჩევიჩი (18 ქ.), ნიკოლსონი (15 ქ.), ფეიტონი (14 ქ.), ჰარისი (13 ქ.), ოლადიპო (13 ქ.), ფურნიე (12 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=JQdNN3CoeIU
“ნიუ ორლეანი” – “მემფისი” 104:113 (38:27, 27:37, 20:27, 19:22)
“ნიუ ორლეანი”: ევანსი (20 ქ. 10 მ.), დევისი (17 ქ. 14 მ.), ანდერსონი (16 ქ.), ჰოლიდეი (12 ქ.), კოული (11 ქ.), აჟინცა 10 ქ.)
“მემფისი”: გასოლი (38 ქ. 13 მ. 6 პ.), რენდოლფი (14 ქ.), ბარნსი (13 ქ.), ლი (13 ქ.), ჩელმერსი (11 ქ.), კონლი (11 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=MKLJUxFShGA
“პორტლენდი” – “დალასი” 112:115 (18:27, 34:23, 21:24, 23:22 ო.ტ. 16:19)
“პორტლენდი”: ლილარდი (25 ქ. 10 პ. 8 მ.), ლეონარდი (23 ქ.), ჰენდერსონი (20 ქ.), კრაბე (18 ქ.), დევისი (10 ქ.)
“დალასი”:უილიამსი (30 ქ.), ნოვიცკი (28 ქ.), მეთიუსი (18 ქ.), ფაჩულია (14 ქ. 21 მ.), ვილანუევა (10 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=WOo518yyXoA