თამაშგარე

12:04 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ები კლენსი წერეთლის გამზირზე

საკუთარი თავის ქება უმადური რამაა. მაქებარი იმდენად ჭკვიანი უნდა იყოს, რომ ყველა დაარწმუნოს მის გამორჩეულობაში და თან ისე, რომ მასზე არა თქვან – ეს რა ნარცისი ვინმე ყოფილაო. თვითპიარი ზოგს გამოსდის, ზოგს კი ხშირად უვარდება ხოლმე “კოვზი ნაცარში”.

აი მაგალითად, აყლაყუდა პიტერ კრაუჩის ეპატაჟური მეუღლე, მოდელი ები კლენსი, მუდამ თავპატიჟდაუდებლად აქებს საკუთარ თავს და კაცმა რომ გულრწფელად თქვას, ეს საქმე არცთუ კარგად გამოსდის. მაგრამ გაგონილა? ები, იგივე აბიგაილი მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას.

ამასწინათ, პიტერ კრაუჩის ცოლს უთქვამს, მიკვირს ჩემს საოცარ უკანალს ყველა დიდი აღფრთოვანებით რატომ არ ეკიდებაო. არადა ისეთი გავა მაქვს, მე რომ წერეთლის გამზირზე დამაყენოთ და კაცი ვაშლიჯვრიდან გადმოახედოთ, ისიც კი პირველ რიგში ჩემს დიად გავას დაინახავსო. ისე, ცდად კი ღირდა...

0.184865