კალათბურთი

10:54 | 2.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას მე-12 ორმაგი დუბლი: 14 ქულა, 21 მოხსნა

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” “პორტლენდთან” გასვლაზე ოვერტაიმით 115:112 იმარჯვა (VIDEO). საქართველოს ნაკრების კაპიტანი განაგრძობს საოცარ თამაშს და მსუყე სტატისტიკის დადებას. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 38 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 14 ქულა, 21 მოხნა (16 საკუთარ ფარზე), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკ-შოტი შესძინა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ზაზამ 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მიმდინარე სეზონში ორმაგი დუბლების რაოდენობით “ოკლაჰომას” ლიდერ რასელ უესტბრუკს გაუთანაბრდა და 2-3 ადგილებს იყოფს. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე 16 ორმაგი დუბლით ანდრე დრამონდია.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “პორტლენდი” ძირითადი დროის დასრულებამდე 48 წამით ადრე 96:91 იგებდა. 5-ქულიანი სხვაობა დირკ ნოვიცკიმ მარტო აღმოფხვრა და შეხვედრა ოვერტაიმში (96:96) გადაიყვანა, სადაც ნოვიცკიმ და დერონ უილიამსმა მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდეს და ტეხასურ გუნდს მიმდინარე სეზონში მეთერთმეტე გამარჯვება მოუტანეს.

“დალასი” თერთმეტი მოგებით და 8 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრაში დალასელები შინ ტეხასურ დერბიში “ჰიუსტონ ჰოკეტსს” დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 5 დეკემბერს თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება.

0.130955