თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ უკრაინელი ალიონა ფომინა 4:6, 6:2, 6:4 დაამარცხა.
შედეგად, ეკატერინემ მერვედფინალში გააღწია, სადაც ძალებს დანიელ ჯული ნოესთან მოსინჯავს. საწყის მატჩს ხვალ ჩაატარებს მე-3 განთესვის მქონე სოფო ქვაცაბაია. მისი მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ავსტრალიელი ენი დონალდსონი იქნება.
წყვილებში ქვაცაბაია ხსენებულ ფომინასთან ერთად პირველ ნომრადაა განთესილი და მეოთხედფინალში ბულგარულ-რუმინულ დუეტს (არშინკოვა-რუსე) გაეჯიბრება.
რაც შეეხებათ გორგოძეს და ბელარუს ალინა ზუბკოვას (მე-3 განთესვა), ისინი მერვედფინალში ფრანგ რენსონ-მიკელსა და უზბეკ სტახანოვას დაუპირისპირდებიან.