საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ “პანათინაიკოსი” გულშემატკივრების უმსგავსო ქცევის გამო მკაცრად დასაჯა.
“პანათინაიკოსის” ფანები გათამაშების ლიდერ “ოლიმპიაკოსთან” გასამართი პრინციპული შეხვედრის დაწყებამდე, მოთელვისას შეიჭრნენ მოედანზე და თამაში ჩაშალეს.
“პანათინაიკოსს” ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვალა და კიდევ 3 ქულა დააკლდა. გარდა ამისა, “მწვანეები” უახლოეს ოთხ მატჩს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებენ და 190 000 ევროს გადახდაც მოუწევთ.
“ოლიმპიაკოსს” 100%-იანი შედეგი დარჩა და 12-დან 12 მოგება აქვს, ხოლო “პანათინაიკოსი” 19 ქულით მე-6 ადგილამდე დაეშვა.