წყალბურთში მსოფლიო ლიგის შესარჩევ ეტაპზე მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. საბერძნეთსა და უნგრეთში მარცხის შემდეგ, საქართველომ ჯგუფის აუტსაიდერ რუმინეთს უმასპინძლა და ისევ წარუმატებლობა შეემთხვა – 11:13.
ამ წაგების კვალად, ქართველმა წყალბურთელებმა დღევანდელ მეტოქეს ადგილი გაუცვალეს და ჯგუფში ბოლო ადგილზე დამკვიდრდნენ.
“მსოფლიო სპორტი” დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.