“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ცენტრმა დეანდრე ჯორდანმა “პორტლენდთან” (102:87) მოგებულ შეხვედრაში 22 საჯარიმო სროლა ვერ გამოიყენა და უილტ ჩემბერლენის ანტირეკორდი გაიმეორა.
“პორტლენდთან” მატჩში ჯორდანი საჯარიმო ხაზთან 34-ჯერ დადგა და 12 ბურთი ზუსტად მოათავსა, ხოლო 22 კალათში არ ჩაეშვა (იხილეთ ვიდეო).
ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 1976 წელს ჩემბერლენმა ერთ შეხვედრაში 30 საჯარიმო სროლიდან მხოლოდ 8 გამოიყენა.