გიორგი ლორია რუსული საიტის, www.championat.com-ის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საუბარია რუსეთის პრემიერლიგის გასულ ტურზე. “კრილიას” ქართველი მეკარე ამ საიტის ვერსიით ზედიზედ მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურში. მან ზედიზედ ორი მშრალი მატჩი ჩაატარა. გასულ ტურში “ამკართან” სამჯერ აშკარა გოლს გადაარჩინა თავისიანები.
“კრილიას” სხვა ფეხბურთელი ამ ტურის სიმბოლურში არ მოხვედრილა. სხვათა შორის, სოლომონ კვირკველია ვერ მოხვდა თერთმეტეულში, სამაგიეროდ, “რუბინის” ქართველი მცველი “სპორტ-ექსპრესმა” დააფასა.