იტალიური საკალათბურთო სერია ა-ს მე-9 ტურის ერთ-ერთ დასკვნით მატჩში ნიკა მეტრეველის “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდო” “ბანკო დი სარდინია სასარის” დაუხვდა და 52:77 წააგო, ქართველმა ფორვარდმა კი ყოფილ კლუბს (2011-12 წწ.) 7 ქულა ჩაუგდო.
მეტრეველი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე საკმაო დრო – 24 წუთი დაჰყო. ნიკამ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, შვიდ ქულას კი 5 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა წაამატა. მეტრეველმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის კლუბს 4 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და “ვარეზესთან” ერთად მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს. “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოს” მომდევნო მატჩი 6 დეკემბერს, ისევ შინ, “ენელ ბრინდისისთან” ელის.