კალათბურთი

19:49 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფილადელფიას” ანტირეკორდები

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბმა “ფილადელიამ” სასტარტო 18 შეხვედრიდან თვრამეტივე წააგო და “ნიუ ჯერსის” 2009/10 წლების სეზონის ანტირეკორდი გაიმეორა. ფილადელფიელები გასვლაზე “მემფის გრიზლთან” 84:92 დამარცხდნენ. შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც “დათვებმა” 28:17 მოიგეს.

თუ წინა სეზონსაც ჩავთვლით, “ფილადელფია” ნბა-ს ზედიზედ 28-ე შეხვედრაში დამარცხდა, რაც ლიგის ყველა დროის ანტირეკორდია. “სიქსერსმა” ლიგის ოფიციალური შეხვედრა ბოლოს 2015 წლის 26 მარტს მოიგო, გასვლაზე “დენვერი” 99:85 დაამარცხა.

0.121142