ჭიდაობა

16:53 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების 4 მედალი ყაზახეთიდან

28-29 ნოემბერს ყაზახურ ტარაზში გამართულ დინმუხამედ კუნაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 2-2 ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები დავით ტლაშაძე (70) და გიორგი საკანდელიძე (125) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი კონსტანტინე ხაბალაშვილმა (65) და დავით მოძმანაშვილმა (125) მოიპოვეს.

ტლაშაძე ფინალში რუს ხალილ ამინოვთან 0:8-ს აგებდა, თუმცა გორელმა ფალავანმა შეხვედრის შემობრუნება შესძლო. ჯერ მან მეტოქე პარტერში გადაიყვანა და დაატრიალა, შემდეგ კი “დატუშა”.

არ შედგა მძიმე წონის ქართული ფინალი საკანდელიძეს და მოძმანაშვილს შორის. ამ უკანასკნელმა ხელის ტრავმა მიიღო და საკანდელიძე ჩემპიონად უბრძოლველად გამოცხადდა.

ისიც ვთქვათ, რომ ყაზახეთში გუნდს გუნდს დავით პოღოსიანი ხელმძღვანელობდა.

57 კგ.

  1. არტას სანაა (ყაზახეთი)
  2. ვლადიმირ კურდინი (ყაზახეთი)
  3. გაბიტ ტოლეპბაი (ყახაზეთი) და აიხაან ანტონოვი (რუსეთი)

61 კგ.

  1. ახმედ ჩაკაევი (რუსეთი)
  2. ნურგუნ სკრიაბინი (რუსეთი)
  3. ნურლან ტურგანი (ყახაზეთი) და ტიმურ აიტკულოვი (ყახაზეთი)

65 კგ.

  1. ისრაულ კასუმოვი (რუსეთი)
  2. კონსტანტინე ხაბალაშვილი (საქართველო)
  3. მეირჟან აშიროვი (ყაზახეთი) და აზამატ შაგაპული (ყაზახეთი)

70 კგ.

  1. დავით ტლაშაძე (საქართველო)
  2. ხალილ ამინოვი (რუსეთი)
  3. ევგენი ჟერბაევი (რუსეთი) და ნურლან ბეკჟანოვი (ყაზახეთი)

74 კგ.

  1. ინოკენტი ინოკენტიევი (ყირგიზეთი)
  2. გალიმჟან უსერბაევი (ყაზახეთი)
  3. იაკუპ შიხჯამალოვი (რუსეთი) და ერკებულან ტილეუ (ყაზახეთი)

86 კგ.

  1. დაურენ კურგულიევი (რუსეთი)
  2. კანატ ბერდიევი (ყაზახეთი)
  3. ჟანბოლატ მაგსუმოვი (ყაზახეთი) და ილისხან ჩილაევი (ყაზახეთი)

97 კგ.

  1. ადლან იბრაგიმოვი (რუსეთი)
  2. მამედ იბრაგიმოვი (ყაზახეთი)
  3. ხუდერბულგა დორკხანდი (მონღოლეთი) და ესბოლატ ნურჟუმბაევი (ყაზახეთი)

125 კგ.

  1. გიორგი საკანდელიძე (საქართველო)
  2. დავით მოძმანაშვილი (საქართველო)
  3. განი იზმაგანეტოვი (კანადა) და იუსუპ ბატირმუსაევი (ყაზახეთი)

www.wrestling.ge

0.134506