დანიის ქალაქ ოდენსეში გამართულ ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ლუბა გოლოვინამ ფინალში შესვლა, ანუ საუკეთესო 8 სპორტსმენში მოხვედრა მოახერხა და რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ოდენსეში ჩემპიონობისთვის 100-მდე სპორტსმენი იბრძოდა. ლუბა ჯერ 24 ნახევარფინალისტში მოხვდა, შემდეგ კი 8 საუკეთესო მონაწილეს შორის აღმოჩნდა და ფინალში ასპარეზობის უფლება მიიღო.
8 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილემ და მათ შორის გოლოვინამ, რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ავტომატურად დაისაკუთრა.
გოლოვინა, რომელიც პეკინისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, ფინალში 48.595 ქულა დააგროვა და საბოლოოდ, ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური