კალათბურთი

1:35 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 23 ქულა მოგებულ მატჩებში

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტოჩიგი ბრექსმა” იაპონიის ჩემპიონატში, 28-29 ნოემბერს, “ჰიროშიმა დრაგონფლაის” ზედიზედ 2 მატჩი მოუგო და 12 გამარჯვებითა და 2 მარცხით ლიდერებში გაერია.

პირველ შეხვედრაში ტოჩიგელებმა მეტოქე 98:66 გაანადგურეს და ქართველმა კალათბურთელმა 19 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ნიკოლოზმა 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

მე-2 მოგებულ (87:67) მატჩში ქართველი ფორვარდი კიდევ უფრო შედეგიანი იყო. მან 21 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ნიკამ 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

“ტოჩიგი ბრექსს” მომდევნო მატჩები 5-6 დეკემბერს, შინ, “ჰოკაიდო საპოროს” წინააღმდეგ ელის.

0.152512