ფეხბურთი

21:05 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო კობახიძის დუბლი და საგოლე პასი  

უკრაინის ჩემპიონატში ლუცკის “ვოლინმა” 9:1 გაანადგურა ზაპოროჟიეს “მეტალურგი”, რომელიც დაშლის პირასაა. სანდრო კობახიძემ დუბლი შეასრულა: პირველი გოლი თავით გაიტანა, მეორე კი ფეხით შორეულ კუთხეში (იხილეთ ვიდეო). სანდრომ საგოლე პასი მიითვალა და კიდევ ორ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

“ვოლინი” მეხუთე ადგილზეა, კობახიძეს კი ამ სეზონში 4 გოლი მოუგროვდა (12 მატჩში).

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში “დუისბურგმა” 2:0 მოუგო “ზანდჰაუენს” და კვლავაც ბოლო ადგილზეა, მაგრამ მეტად საჭირო 3 ქულა კი მოიპოვა. გიორგი ჭანტურიამ 87 წუთი ითამაშა და პირველ ტაიმში უფრო აქტიური იყო, ვიდრე მეორეში. რაც შეეხება ლაშა დვალს, ის განაცხადში არ გახლდათ.

0.121996