ჭიდაობა

16:14 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ირანის დედაქალაქ თეირანში გამართულ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და თავის გამოჩენაც მოახერხა.

შეჯიბრი აზადის 12-ათასიან სპორტ-კომპლექსში გაიმართა, ლადო კი თეირანის გუნდ “ბემეხ რაზიში” ასპარეზობდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ლათინური ამერიკის კლუბი 8:0, უნგრეთი 8:0 და მონღოლეთი 7:1 დაამარცხა.

ყველაზე მძიმე ნახევარფინალური დაპირისპირება გამოდგა, სადაც ქართველის კლუბმა 4:4-ზე ერთი ქულის უპირატესობით მეორე ირანული გუნდი “კეფაიატ ხორასანი” დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი აშშ-ს კლუბი “ტიტან მერკური” 7:1 გაანადგურა.

ქართველმა ფალანვამა ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ხუთივეში გაიმარჯვა. მასთან ერთად კლუბში ასპარეზობდნენ მსოფლიო ჩემპიონი მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი, 2-გზის მსოფლიოს ჩემპიონი ირანელი რეზა იაზდანი, კომეი გასემი და მასუდ ესმაელპური.

ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარს შეადგენდა. ჩემპიონ კლუბს 50 000 ერგო, მეორე ადგილზე გასულს – 30 000, მესამეს კი – 20 000.

www.wrestling.ge

0.154975