პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” დასაბრუნებლად მზადაა.
ინგლისური გრანდის თავკაცმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს ბევრი ფაქტორის გამო იხილავდა. როგორც ბრიტანული გამოცემა Sunday Mirror Sport-ი იუწყება, რონალდუ ჰოლანდიელი სპეციალისტის მისდამი დამოკიდებულებით ნასიამოვნებია და მზადაა “წითელი ეშმაკების” მაისური კვლავ მოირგოს.
ამავდროულად, პსჟ ცდილობს მსოფლიოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გადაიბიროს და კვირას 500 000 გირვანქა სტერლინგს სთავაზობს. ბრიტანული გამოცემა კი იუწყება, რომ რონალდუს შედარებით დაბალ ლიგაში თამაში არ სურს და ინგლისში გადაბარგება ურჩევნია, რადგან “მანჩესტერი” უყვარს.
პორტუგალიელი “იუნაიტედის” ღირსებას 6 სეზონის განმავლობაში იცავდა და 292 მატჩში 118 გოლი გაიტანა.