ფეხბურთი

4:30 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებმა იოლად იმარჯვეს

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა გაიმართა.

გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ბარსელონამ” შინ “სოსიედადი” მიიღო და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია. კატალონიელთათვის ბასკური კლუბი “ნოუ კამპზე” ყველაზე სასურველი მეტოქეა. “ბლაუგრანამ” საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეთვრამეტედ სძლია “სოსიედადს”. სულ კი, “ჩური ურდინს” არსებობის განმალობაში “ნოუ კამპზე” მხოლოდ სამჯერ მოუგია ადგილობრივი კლუბისთვის.

რაც შეეხება შეხვედრას, რაღა თქმა უნდა მასპინძლები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და ეჭვი არავის შეპარვია მათ გამარჯვებაში. შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ნეიმარმა, რომელმაც დუბლი გაიფორმა, ხოლო მატჩის ბოლოს ლიონელ მესისაც გაატანინა. ასევე მშვენიერ მატჩი ჰქონდა დანიელ ალვეშს, რომელიც ორი საგოლე გადაცემით შეეწია საკუთარ კლუბს. ანგარიში 22-ე წუთზე სწორედ ბრაზილიელის გადაცემის შემდეგ გაიხსნა, რომელმაც თანამემამულე ნეიმარს გაატანინა. ოც წუთში “ბლაუგრანამ” ულამაზესი გოლი გაიტანა, ანდრეს ინიესტამ მშვენიერი გრძელი გადაცემა გაუკეთა ალვეშს, რომელმაც საჯარიმოში სუარესს ჩაუწოდა და ურუგვაელმა ნახტომში მშვენიერი ბურთი შეაგდო.

მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი კლუბი თამაშობდა. მასპინძლები იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ, ხოლო სტუმრები პრესტიჟის გოლის გატანას ცდილობდნენ. 53-ე წუთზე საგოლე გადაცემა უკვე მეორე განაპირა მცველმა ჟერემი მატიემ შეასრულა, რომელმაც ნეიმარს შეასრულებინა დუბლი. სტუმრებს მატჩის ყველაზე კარგი მონაკვეთი ბოლო ათ წუთში ჰქონდათ, შეცვლაზე შემოსული ბრუმა ძალიან აქტიურობდა და რამდენჯერმე შეეძლო გატანა, მაგრამ არ გაუმართლა და ბასკებმა აქეთ მიიღეს მეოთხე ბურთი, ნეიმარმა თავისი გოლი ლიონელ მესისაც გაატანინა – 4:0.

კატალონიელებმა ლა ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს ამ ანგარიშით, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მატჩიანად, მათ გასულ სამ მატჩში 14 გოლი გაიტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს. ლუის სუარესისა და ნეიმარის დუეტს კი ლა ლიგაში 26 გოლი დაუგროვდა, რამდენიც მადრიდის "რეალს" აქვს გატანილი. როგორ ფორმაშიცაა ლუის ენრიკეს კრებული ამას ყველა კარგად ხედავს...

აღსანიშნავია, რომ "სოსიედადთან" შეხვედრა მე-600 აღმოჩნდა მესის პროფესიონალურ კარიერაში და ეს ფაქტი არგენტინელმა 470-ე გოლის გატანით აღნიშნა.

“ვისენტე კალდერონზე” მინიმალური სხვაობით იმარჯვა “ატლეტიკომ”, თუმცა “ბარსელონას” მსგავსად არც მადრიდულ კლუბს გასჭირვებია. “როხიბლანკო” მთელი შეხვედრის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და შეეძლო გაცილებით სოლიდური სხვაობით მოეგო, მაგრამ ან პაუ ლოპესი თამაშობდა დიდებულად, ანაც მასპინძლებს აკლდათ სიზუსტე. “ესპანიოლის” მოთამაშეებს კი, ობლაკის კარის ჩარჩოში საერთოდ არ დაურტყამთ. ერთადერთი, რამაც შესაძლოა მასპინძლებს ხასიათი წაუხდინოს ტიაგო მენდეშის ტრავმაა, რომელიც პირველ ტაიმში დაშავდა და მოედნიდან საკაცით იქნა გაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა პერიოდი გაუცდება გამოცდილ პორტუგალიელ ნახევარმცველს. მადრიდელებს კვლავ ანტუან გრიზმანმა მოაგებინა, რომელმაც მე-3 წუთზე გაიტანა და საკუთარ კლუბს მნიშვნელოვანი ქულები შესძინა – 1:0. მადრიდელები “ბარსელონას” კვლავ 4 ქულით ჩამორჩებიან.

ანდალუსიურ დერბიში ბოლო წუთებზე გაანიავა ორბურთიანი უპირატესობა “მალაგამ”, რომელიც 53-ე წუთიდან მოყოლებული ტისონეს გაძევების გამო 10 კაცით თამაშობდა. “გრანადამ” რიცხობრივი უპირატესობა მატჩის ბოლო 10 წუთში გამოიყენა: ელ არაბიმ და როჩინამ თავიანთ კლუბს ქულა გადაურჩინეს, ხოლო აღნიშნული შეხვედრა მასპინძელთა მთავარი მწვრთნელისთვის ხავი გრასიასთვის შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს.

“სელტამ” ვიგოში “ხიხონს” უმასპინძლა და გაჭირვებით დაამარცხა, ხოლო მეორე გალისიურმა კლუბმა “დეპორტივომ” გასვლაზე “ლას პალმასი” დაამარცხა.

ბარსელონა – სოსიედადი 4:0 (2:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო (ბარტრა 69), მატიე (ალბა 66), ალვეში (ადრიანო 62), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, ნეიმარი, სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, ელუსტონდო, ბერჩიჩი, პარდო, გრანერო, კანალესი (ოიარზაბალი 58), ველა (ბრუმა 81), პრიეტო, აგირეჩე (ლიტრი 73).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

გოლები: 1:0;3:0 ნეიმარი (22;53), 2:0 სუარესი (41), 4:0 მესი (91)
გაფრთხილებები: ბერჩიჩი, გრანერო, კანალესი, პარდო, ელუსტონდო
მსაჯი:
იგლესიას ვილანუევა

ატლეტიკო – ესპანიოლი 1:0 (1:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, ტიაგო (კარასკო 33), საული, კოკე, ო.ტორესი (ფ.ტორესი 75), გრიზმანი, ვიეტო (ტეიე 57).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ა.გონსალესი, როკო, ფუენტესი, ხ.ლოპესი, დიოპი (კანიასი 55), აბრაჰამი (ხ.მორენო 58), ვ.ალვარესი (სილა 82), ასენსიო, ჰ.პერესი, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გოლი: გრიზმანი (3)
გაფრთხილებები: ა.გონსალესი, დიოპი, ხ.ლოპესი, ფუენტესი
მსაჯი:
ვიკანდი გარიდო

მალაგა – გრანადა 2:2 (1:0)

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, მ.ტორესი, როსალესი, რესიო, ტისონი, ამრაბატი (ტისონე 74), დუდა (ფორნალსი 55), ხ.კარლოსი, ჩარლესი (სანტა კრუზი 85).
მწვრთნელი: ხავი გრასია

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ლომბანი, ბაბინი, ბირაგი, მ.ლოპეში (ფოლქიერი 67), აგბო (როჩინა 54), ფ.რიკო, მარკესი, საკსესი, იბანესი (ელ არაბი 69), პენარანდა.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

გოლები: 1:0 ჩარლესი (45), 2:0 ფორნალსი (57), 2:1 ელ არაბი (83), 2:2 როჩინა (86)
გაფრთხილებები: ტისონე, როსალესი, მ.ტორესი – ლომბანი, მ.ლოპეში, იბანესი, მარკესი, ფოლქიერი, როჩინა
გაძევება: ტისონე (53)
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

ლას პალმასი – დეპორტივო 0:2 (0:1)

ლას პალმასი, “გრან კანარია”

ლას პალმასი (4-4-1-1): ვარასი, აიტამი, ბიგასი, სიმონი, კასტელიანო (ვაკასო 81), ვ.გომესი, მესა (კულიო 87), მომო (ნაუზეტი 69), ვიერა, ტანაუსო, არაუხო.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, სიდნეი, არიბასი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, მოსკერა, ბერგენტინოსი, ლუისინიო, კანი (გუტიერესი 69; ლაურე 81), ხ.როდრიგესი (ფაჟრი 58), ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

გოლები: 0:1 სიმონი (19 ს.კ), 0:2 ლ.პერესი (91)
გაფრთხილებები: სიმონი, არაუხო, აიტამი, კულიო – მოსკერა, არიბასი, ხუანფრანი
მსაჯი: კლოს გომესი

სელტა – ხიხონი 2:1 (1:0)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, პლანასი, ა.ფერნანდესი, ბონგონდა (ვასი 65), პ.ერნანდესი, ნოლიტო, გუიდეტი (ასპასი 79), ორელიანა (სენე 92).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, ესპინოსა, ლ.ერნანდესი, ი.ლოპესი, ლორა, ომარი, კასესი, ხონათანი (მუნიზი 79), ნდი (პ.პერესი 71), ჰალილოვიჩი, სანაბრია (კ.კასტრო 64).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი

გოლები: 1:0 ორელიანა (15), 1:1 კ.კასტრო (65), 2:1 ნოლიტო (84)
გაფრთხილებები: ს.გომესი, კაბრალი, პ.ერნანდესი
მსაჯი: ხაიმე ლატრე

თეგებილა ლიგა
0.150258