ფეხბურთი

4:10 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლმობიერი "ბაიერნი" და თრილერი ზინსჰეიმში

გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტურის შემდეგ მიუნხენის “ბაიერნი” ზამთრის ჩემპიონობას კიდევ უფრო მოიახლოვდა. ისევ წააგო ბრემენის “ვერდერმა”, ხოლო მიონხენგლადბახის “ბორუსია” 9 მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტას ზინსჰეიმში სასწაულებრივ გადაურჩა.

“ბაიერნმა” ისევ მოიგო, რაც აღარავის აკვირვებს. თუმცა, ოთხეულში მყოფ ბერლინის “ჰერტასთან” მატჩში “რეკორდმაისტერს” გასაკვირი რამ შეემთხვა და მხოლოდ ორბურთიანი სხვაობით გამარჯვებას დასჯერდა. ისე, უნდა ითქვას, რომ პეპ გვარდიოლას ბიჭებმა ორივე გოლი საწყის ტაიმში გაიტანეს და რომ სდომოდათ, მეტოქეს კიდევ დაამწუხრებდნენ, მაგრამ ბოლო დროს “მიუნხენური გიგანტი” ოპონენტების მიმართ ლმობიერი გახდა. ახლა “ბაიერნი” მდევარ “დორტმუნდს” 11 ქულით უსწრებს, ხოლო ზამთრის პაუზამდე 3 ტურიღაა დარჩენილი.

“გლადბახს” მეხუთე ტურის მერე არ წაეგო და “ვირსოლ რეინ არენაზე”, “ჰოფენჰაიმი” ახლოს იყო ანდრე შუბერტის გუნდი ძლევასთან, რითაც თავის მოუგებელ სერიასაც დაასრულებდა, მაგრამ ჰუუბ სტევენსის შეგირდებმა მეორე ტაიმში ორბურთიანი ფორა ვერ შეირგეს. მატჩი ახალი დაწყებული იყო სტუმრები რომ ამერიკელმა ჯონსონმა დააწინაურა. მერე “სოფლელებმა” თავი გამოიდეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი შეაგებეს, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაინც ვერ მოიგეს. არადა, “ჰოფეს” გამარჯვება ენატრება და თანაც, ჰაერივით სჭირდება. შეხვედრას კი წერტილი 87-ე წუთზე იმავე ჯონსონმა დაუსვა და “ბორუსიას” უკვე 10 თამაშია აღარ წაუგია.

ზედიზედ მეორედ წააგო “ვერდერმა და ამდენჯერვე მოიგო “ჰამბურგმა”. “დორტმუნდის” 3:1 ძლევის მერე ბრუნო ლაბადიას ბიჭებმა “ბრემენელი მუსიკოსებიც” იგივე ანგარიშით დაამარცხეს მათსავე “ვეზერშტადიონზე”. “ვერდერი” დაღმასვლას განიცდის და ვინძლო, ვიქტორ სკრპნიკის ბრემენული დღეები დათვლილიც იყოს...

“ჰანოვერმა” შინ დებიუტანტი “ინგოლშტადტი” გაანადგურა. მასპინძლებმა თამაში პირველივე ტაიმში წაიყვანეს და სტუმარს სამი გოლი გაუტანეს, ხოლო მეორეში ერთიც მიაყოლეს. ტურის კიდევ ერთ მატჩში “მაინცმა” შინ ფრანკფურტის “აინტარხატს” მოუგო – 2:1.

“ბაიერნი” – “ჰერტა” 2:0 (2:0)

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (3-4-2-1): ნოიერი; ბოატენგი (როდე 66), მარტინესი, ბენატია; ლამი (ბადშტუბერი 84), ვიდალი, ალონსო, რაფინია; მიულერი, კომანი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: გვარდიოლა

“ჰერტა” (5-4-1): იარშტეინი; რეგასელი, ლანგამპი, ლუსტენბერგერი, ბროოკსი, პლატენჰარდი; ჰარაგუჩი, სკიელბერგი (სიგერსი 56), დარიდა (სტოკერი 72), კალუ; იბიშევიჩი (ბაუმიოჰანი 56)

მწვრთნელი: დარდაი

გოლები: 1:0 მიულერი (34), 2:0 კომანი (41)

გაფრთხილება: ლანგამპი (15), სკიელბერგი (24), იბიშევიჩი (48)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (9) – 4 (1) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დრეესი

“ჰანოვერი” – “ინგოლშტადტი” 4:0 (3:0)

ჰანოვერი, HDI არენა

მაყურებელი: 35 000

“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; სორგი, მარსელო, შულცი, ალბორნოზი; შმიედებახი, სანე (ფელიპე 87); ბეხი, ანდრეასენი (გულსელამი 71), კარამანი; სობიეხი (ბენშოპი 82)

მწვრთნელი: ფრონტზეკი

“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; ლეველსი, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი (და კოსტა 46); გროსი, როჯერი, მორალესი; ჰარტმანი, პეკჰარტი (ჰინტერსერი 46), ლეჩკიე (კოენი 77)

მწვრთნელი: ჰასენჰუტლი

გოლები: 1:0 გუედეში (5), 2:0 ანდრეასენი (11), 3:0 კარამანი (24), 4:0 ბეხი (85)

გაფრთხილება: ანდრეასენი (15), შულცი (50), გულსელამი (79) – ლეველსი (50), მატიპი (56), და კოსტა (60)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 11 (5) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: შტილერი

“ჰოფენჰაიმი” – “გლადბახი” 3:3 (2:1)

ზინსჰეიმი, “ვირსოლ რეინ არენა”

მაყურებელი: 30 150

“ჰოფენჰაიმი” (4-4-2): ბაუმანი; სტრობლი, სულე, შარი, რიმ ჯინ-სუ; ელიონუსი, შვეგლერი, პოლანსკი, ზუბერი (შმიდი 86); ამირი, ვოლანდი (სჟალაი 80)

მწვრთნელი: სტევენსი

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი (ელვედი 80), კრისტიანსენი, ნორდვეიტი, ვენდტი; დრმიჩი (ჰრგოტა 83), ქსაკა, დაჰუდი (აზარი 49), ჯონსონი; რაფაელი, სტინდლი

მწვრთნელი: შუბერტი

გოლები: 0:1 ჯონსონი (5), 1:1 ზუბერი (11), 2:1 პოლანსკი (34), 3:1 ამირი (47), 3:2 დრმიჩი (56), 3:3 ჯონსონი (87)

გაფრთხილება: ამირი (8), კიმ ჯინ-სუ (59) – დაჰუდი (25)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 16 (8) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 8:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ვეინერი

“მაინცი” – “აინტრახტი” 2:1 (2:0)

მაინცი, “კოფეის არენა”

მაყურებელი: 33 098

“მაინცი” (4-2-3-1): კარიუსი; ბროზინსკი, ბელი, ჰაკი, ბენგსტონი; ბაუმგალტინგერი, ლატცა; სამპეირო, მალი (ხარა 90), დე ბლასისი (კლემენსი 86); მუტო (ნიედერლეჩნერი 81)

მწვრთნელი: შმიდტი

“აინტრახტი” (4-2-3-1): ჰრადეჩკი; ჰასებე (კადლეცი 84), ძამბრანო, აბრაჰამი, ოჩზიპკა; იგნიოვსკი, მოდოევიჩი; აიგნერი, მეიერი, გაჩინოვიჩი; სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ვეჰი

გოლები: 1:0 მუტო (5), 2:0 მალი (42), 2:1 სეფეროვიჩი (61)

გაფრთხილება: ლატცა (62), ჰაკი (65), ნიედერლეჩნერი (83), ბაუმგალტინგერი (90) – აბრაჰამი (25), მეიერი (28, 40), გაჩინოვიჩი (89)

გაძევება: მეიერი (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 15 (5) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: დანკერტი

“ვერდერი” – “ჰამბურგი” 1:3 (0:2)

ბრემენი, “ვეზერშტადიონი”

მაყურებელი: 42 100

“ვერდერი” (4-4-2): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, გარსია; ბარტლესი (ეგეშტეინი 84), ბარგფრედე, იუნუზოვიჩი, გრილიტში; პიზარო (ოზტუნალი 77), უჯა

მწვრთნელი: სკრიპნიკი

“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, ჯურუ, კლებერი, ოსტრზოლეკი; იუნგი, ჰოლტბი; მიულერი (ოლიჩი 82), გრეგორიტში, ილიჩევიჩი (არლსანი 90); ლასოგა (შიპლოკი 25)

მწვრთნელი: ლაბადია

გოლები: 0:1 ილიჩევიჩი (3), 0:2 გრეგორიტში (27), 1:2 უჯა (62), 1:3 მიულერი (68)

გაფრთხილება: ბარტლესი (30), ლუკიმია (54) – საკაი (18)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 13 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: კირხერი

თეგებიბუნდესლიგა
0.223288