ფეხბურთი

22:11 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრილიანტი ვარდი – ინგლისელმა ნისტელროის რეკორდი გააუმჯობესა (+VIDEO)

ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლესტერის” თავდამსხმელმა ჯემიე ვარდიმ რუდ ვან ნისტელროის შედეგი გააუმჯობესა. 28 წლის ფეხბურთელმა გოლი ინგლისის ჩემპიონატის ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა.

“ლესტერსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მიმდინარე მატჩში ვარდიმ თავი 24-ე წუთზე გამოიჩინა.

ჯემიემ ზედიზედ 11 გოლი შემდეგ გუნდებს გაუტანა: “ბორნმუთი”, “ასტონ ვილა”, “სტოკი”, “არსენალი” (2), “ნორვიჩი”, “საუთჰემპტონი” (2). “კრისტალ პალასი”, “”ვესტ ბრომვიჩი”, “უოტფორდი”, “ნიუკასლი”, “მანჩესტერი”.

0.123829