კალათბურთი

20:59 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიჩიძე: “ყველა სათანადოდ დაისჯება”

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ worldsport.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ქუთაისში მომხდარ ინციდენტს სადისციპლინო კომისია განიხილავს და დაპირისპირებაში მონაწილე პირები სათანადოდ დაისჯებიან.

“სამწუხარო ფაქტია, გულშემატკივრების მხრიდან პროვოკაცია იყო და ეს ნამდვილად ასე მოხდა. აგრეთვე უნდა ითქვას, რომ მხარდამჭერების მხრიდან რაც არ უნდა შეძახილები იყოს, კალათბურთელები სათანადოდ უნდა იქცეოდნენ და პროვოკაციებს არ უნდა აყვნენ. ეს ფაქტი დაფიქსირებულია. როგორც ვიცი არსებობს ვიდეო მასალაც, შეიკრიბება სადისციპლინო კომისია, ჩატარდება განხილვა და ყველა სათანადოდ დაისჯება.” – განაცხადა გაბრიჩიძემ.

27 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში “ქუთაისი 2010”-ს და “დინამოს” მატჩის დამთავრებამდე წამნახევარით ადრე სტუმართა გუნდის სათადარიგო სკამზე მსხდომ კალათბურთელებს და ადგილობრივ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

0.117155