საქართველოში ვაჟ კალათბურთელთა ,,ბ’’ ნაკრები იქმნება, რომელიც პირველის პარალელურად იფუნქციონირებს. ამის შესახებ ,, მსოფლიო სპორტს’’ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განუცხადა.
,,ამ გუნდში პირველი ნაკრების იმ წევრებთან ერთად, რომლებსაც თამაში თითქმის არ უწევთ, ეროვნული ნაკრების მიღმა დარჩენილი პერსპექტიული კალათბურთელები ითამაშებენ.’’ - გვითხრა გაბრიჩიძემ.