ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა აშშ-ს ქალაქ კარლსბადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 125 000 დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში ითამაშებს.
კალაშნიკოვას და გერმანელი ტატიანა მარიას დუეტი ჩარლსბად ჩლასსიც-ში პირველი განთესვით ჩაება და ფინალამდე 2 გამარჯვების წყალობით მივიდა.
ტურნირმა სტარტი პირდაპირ მეოთხედფინალიდან აიღო, სადაც ოქსანამ და ტატიანამ ბულგარელი ელიცა კოსტოვა და რუსი მარინა მელნიკოვა 6:2, 6:3 დაამარცხეს.
ნახევარფინალში კალაშნიკოვამ და მარიამ მე-4 განთესვის მქონე ებრაელ იულია გლუშკოს და შვედ რებეკა პეტერსონს 7:6 (7:3), 6:3 სძლიეს და ფინალში ბრაზილიელ გაბრიელა სეს და პარაგვაელ ვერონიკა სეპედე როიგს გაეჯიბრებიან.
ამ უკანასკნელთ მე-2 რეიტინგით მოთამაშე კანადურ დუეტს (დაბროვსკი-ფიჩმანი) მოულოდნელი მარცხი აგემეს – 1:6, 6:0, 10:8, შემდეგ კი ბრიტანელ ბროადის და ამერიკელ გიბსსაც აჯობეს – 6:2, 6:0.
წყვილთა შორის კარლსბადის ტურნირის გამარჯვებული ჩოგბურთელები 160-160 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.