ფეხბურთი

1:32 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მერკშტადიონზე" მოსაწყენად გაისარჯნენ

გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტური ერთი მატჩით დაიწყო და ზუსტად ისე გაილია, როგორი მოლოდინიც ამ თამაშის მიმართ იყო. “მერკშტადიონზე” “დარმშტადტმა” და “კიოლნმა” ერთმანეთის კარს გასაღები 90 წუთის განმავლობაში ვერაფრით მოარგეს და საბოლოოდ უგოლოდ დამსახურებულად გაიყარნენ.

ტაბლოზე ასახული ანგარიში სრულად ასახავდა იმას, რაც დარმშტადტში ხდებოდა. გუნდებს სახიფათო იერიშების შექმნა უჭირდათ და ორივე გუნდმა ჯამში კარში ზუსტად სულ რაღაც სამჯერ დაარტყეს. მოპოვებული ქულით კი არცერთი უნდა იყოს უკმაყოფილი. სატურნირო ცხრილში განსაკუთრებულად არც “დარმშტადტს” უჭირს და არც პეტერ შტოგერის “კიოლნს”.

ბუნდესლიგა შაბათს გაცილებით საინტერესო შეხვედრებით გაგრძელდება.

“დარმშტადტი” – “კიოლნი” 0:0 (0:0)

დარმშტადტი, “მერკშტადიონი”

მაყურებელი: 17 000

“დარმშტადტი” (4-2-3-1): მატეინია; გარიჩსი, სულუ, კალდიროლა, ჰოლანდი; ნიემაიერი, გონდორფი; კემპე (საილერი 82), როზენტალი (რაუში 70), ჰელერი (სტროჰ-ენგელი 90); ვაგნერი

მწვრთნელი: შუსტერი

“კიოლნი” (4-1-4-1): ჰორნი; რისე, მაროჰი, ჰეინტცი, ჰექტორი; ლემანი; ოსაკო (ოსაკო 60), გერჰარტი (ზოლერი 46), ვოგტი, ბიტენკურტი; მოდესტე (ჰოსინერი 80)

მწვრთნელი: შტოგერი

გაფრთხილება: გარიჩსი (45), სულუ (74) – ზოლერი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (1) – 12 (2) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: აიტეკინი

თეგებიბუნდესლიგა
0.162324