ლეგენდარული ესპანელი ფებხურთელის, ჩავი ერნანდესის მოსაზრებით, რომელიც ამჟამად ყატარულ “ალ სადში” თამაშობს, არგენტინელი ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.
“მესი წლიდან წლამდე უკეთ თამაშობს. მისი კარიერის დასაწყისიდან, როცა 17-18 წლის იყო, დღემდე უფრო დახვეწილი ხდება და სხვადასხვა კომპონენტში უმატებს. ჩემი აზრით, ამ სპორტის ისტორიაში იგი საუკეთესოა”, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, ჩავი და მესი “ბარსელონაში” ერთმანეთის მხარდამხარ 2004-2015 წლებში თამაშობდნენ და ერთად არაერთი დასამახსოვრებელი გამარჯვებაც მოუპოვებიათ.