რაგბი

17:26 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი არბიტრები ირლანდიურ პირველობაში

ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტის მიწვევით, ორი ქართველი არბიტრი ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე ირლანდიაში გაემგზავრნენ, რათა ‘ალსთერ ბანკ ლიგის’ (ყოფილი ‘სრულიად ირლანდიის ლიგა’ All-Ireland League) 2-2 მატჩი იმსაჯონ.

28 ნოემბერს შოთა თევზაძე 1B დივიზიონში ბლექროქისა და ბელფასტ ჰარლექინზს წარუძღვება, ხოლო ნიკა ამაშუკელი 2B დივიზიონის ბექთივ რეინჯერსისა და დანგანონის შეხვედრას იმსაჯებს.

5 დეკემბერს ორივე არბიტრი 1B დივიზიონის მატჩებზე გაანაწილეს - შოთა თევზაძე ოლდ უესლისა და ბელიმინის, ხოლო ნიკა ამაშუკელი თრინითი კოლეჯისა და შენონის შეხვედრებს წარუძღვებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი პროგრამით ირლანდიელი სპეციალისტები აქტიურად ზრუნავდნენ ქართველი მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. საქართველოში იმართებოდა სემინარები და კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით თევზაძე და ამაშუკელი ერთხელ უკვე ეწვივნენ ირლანდიას. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატის საპლეიოფო ეტაპეპზე უკვე სამი სეზონია რაც ირლანდიელი არბიტრები ჩამოდიან.

www.rugby.ge

0.126251