კალათბურთი

16:39 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტიმ დანკანი და მანუ ჯინობილი “დენვერთან” არ ითამაშებენ

“სან ანტონიო სპურსის” ლიდერები ტიმ დანკანი და ემანუელ ჯინობილი “დენვერთან” მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ტვიტერის გვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პოპოვიჩმა ვეტერანებს დასვენების საშუალება მისცა. ჯინობილი და დანკანი პარკეტს “ატლანტასთან” მატჩში დაუბრუნდებიან.

“დენვერი” – “სან ანტონიოს” შეხვედრა 28 ნოემბერს თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.

0.129461