კალათბურთი

11:16 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

პულენის 7 ქულა, 4 პასი და გამარჯვება საფრანგეთში (+VIDEO)

ევროლიგის ჯგუფური ეტაპის მეშვიდე ტურში ფრანგული “ლიმონჟი” შინ საქართველოს ნაკრების წევრის ჯეიკობ პულენის “ცედევიტასთან” 69:78 დამარცხდა.

პულენმა პარკეტზე 22 წუთი დაჰყო, ამ დროში ჯეიკობმა გუნდს 7 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა შესძინა. გამთამაშებელმა 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

“ცედევიტა” 4 მოგებით და 3 მარცხით ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს.

მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

0.114373