საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა და ევროლიგის მეშვიდე ტურში “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ ითამაშა.
ბერძნებმა შინ “ლაბორალ კუჩას” 59:52 მოუგეს. თოკომ პარკეტზე 9 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობას ქართველ კალათბურთელს მეტოქის ფარისთვის არც კი შეუტევია, შესაბამისაც შეხვედრა უქულოდ დაასრულა. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს შეგნელიას 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი ჰქონდა.
ჯგუფში ესპანური კლუბი 4 მოგებით და 3 წაგებით მეორე ადგილზე იმყოფება.