უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, ორი მოთამაშე ლონდონის “ჩელსიდან” არიან წარდგენილნი, რომელმაც გასვლაზე “მაკაბი” გაანადგურა (4:0).
გამოსარჩევია, ლიონელ მესის სიმბოლურში მოხვედრა, რომელმაც ტრავმის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და “რომას” განადგურებაში (6:1) დიდი წვლილი შეიტანა. არგენტინელი დუბლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
მე-5 ტურის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: მატც სელსი (“გენტი”);
მცველები: გარი კეჰილი (“ჩელსი”), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ალექს სანდრო (“იუვენტუსი”), გრეგორი ვან დერ ვილი (“პარის სენ-ჟერმენი”);
ნახევარმცველები: ვილიანი (“ჩელსი”), კინგსლი კომანი (“ბაიერნი”), ანდრეი იარმოლენკო (კიევის “დინამო”);
თავდამსხმელები: ალექსის სანჩესი (“არსენალი”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”)