“ფილადელფიამ” “ბოსტონთან” 84:80 დამარცხდა და მიმდინარე სეზონში სასტარტო 16 შეხვედრიდან თექვსმეტივე წააგო. ფილადელფიელებმა შარშანაც სასტარტო 16 შეხვედრა დათმეს. ESPN-ის ცნობით, “ფილადელფია” ნბა-ს ისტორიაში ერთადერთი კლუბია რომელმაც ზედიზედ ორ სეზონში სასტარტო 16 შეხვედრა წააგო.
“ფილადელფია” მომდევნო მატჩში ტეხასში “ჰიუსტონ როკეტს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 ნოემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.