დღეს, 26 ნოემბერს თეირანში სტარტს აიღებს მსოფლიო საკლუბო თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც 15 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა ყირგიზეთის, ბულგარეთის და სომხეთის გუნდებთან ერთად.
A ჯგუფი: ირანი (ბიმეჰ რაზი), ლათინ ამერიკა, უნგრეთი, მონღოლეთი.
B ჯგუფი: ბანგლადეში, ირანი (სეთარაგან სარი), ირანი (ხორასანი), ირანი (ჰამადან შარდარი)
D ჯგუფი: აშშ (ტიტანი), აზერბაიჯანი, ბრაზილია.
თითოეულ კლუბს უფლება აქვს 2 ლეგიონერი დაიმატოს. მსოფლიო ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ირანის კლუბ ბიმეჰ რაზიში იჭიდავებს.
შეჯიბრება 12-ათასიან აზადის სპორტ კომპლექსი გაიმართება. გამარჯვებული გუნდი 50 000 დოლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 30 000-ს, მესამე კი – 20 000-ს.
საქართველოს ნაკრების შაკო ბედინეიშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
57 – ლევან მურცხვალაძე, ლაშა ტალახაძე
61 – აკაკი მოწონელიძე, შოთა ფარტენაძე
65 – მალხაზ ზარქუა
70 – ალექსანდრე ჯაჭვაძე
74 – ზურაბ ერბოწონაშვილი
86 – ირაკლი მწითური, თედო ებანოიძე
97 – გიოგი კაკაურიძე
125 – თორნიკე ხიდეშელი
მწვრთნელები: შაკო ბედინეიშვილი, ოთარ თუშიშვილი, გოჩა კირკიტაძე
მსაჯი: მიხეილ გრძელიძე
www.wrestling.ge