არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ “ოქროს ბურთის” მაძიებელთა სიაში მადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ არ შეიყვანა.
“ვისურვებდი, ამ ტიტულისთვის ნეიმარმა, ლუის სუარესმა და მე ვიბრძოლოთ, თუმცა არ ვაპირებთ მხოლოდ ამაზე გადავერთოთ, დარწმუნებული ვარ ისინიც ასე ფიქრობენ.” – განაცხადა მესიმ MARCA-თან საუბრისას.
“ოქროს ბურთის” ნომინანტთა სამეული ერთი გუნდიდან 2010 წელს დაკომპლექტდა. მაშინ საუკეთესო ლიონელ მესი გახდა, მეორე ადგილზე ანდრეს ინიესტა გავიდა, ხოლო მესამეზე – ჩავი ერნანდესი.
2015 წლის საუკეთესო სამეულს 30 ნოემბერს, აქამდე დასახელებული 23 ფეხბურთელიდან შეარჩევენ, “ოქროს ბურთის” მფლობელი კი დამდეგი წლის 11 იანვარს, ციურიხში, ფიფას გალა-დაჯილდოებაზე გამოვლინდება.