ტურინის “იუვენტუსის” მცველი პატრის ევრა ტიერი ანრის შემდეგ გახდა მეორე ფრანგი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ჩაატარა. 34 წლის მოთამაშე “მანჩესტერ სიტისთან” მოგებულ (1:0) მეხუთე ტურის მატჩში მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა.
ლონდონის “არსენალის” ყოფილ თავდამსხმელს ტიერი ანრის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 112 მატჩი აქვს ჩატარებული.