ჩოგბურთი

0:45 | 26.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

2 ქართველი მერვედფინალში

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს: სოფო ქვაცაბაიას ეკატერინე გორგოძე შეუერთდა, რომელმაც კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კრისტინა შაკოვეცს (გერმანია) 6:3, 6:2 სძლია.

მე-2 წრეში გორგოძის პირისპირ “უაილდ ქარდის” მქონე შვეიცარიელი ჩიარა გრიმი დადგება. რაც შეეხება ქვაცაბაიას, რომელმაც საწყის შეხვედრაში თურქ სევენ ორალს სძლია (6:2, 6:1), ის ძალებს მოლდოველ ანასტასია ვდოვენკოსთან მოსინჯავს.

წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ქვაცაბაია და გერმანელი ჯულიეტ სტეური ავსტრიულ-ჰოლანდიურ დუეტს (შუპერი-ვიკერინკი) გაეჯიბრებიან.

0.124144