ჭადრაკი

22:54 | 25.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკმა ხუთეულში დაასრულა

დასრულდა ახალგაზრდა ოსტატთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ჰოლანდიის ქალაქი ვეიკ ან ზეე მასპინძლობდა. ბოლო ტურში საქართველოს სახელით მოასპარეზე ნინო ხომერიკი რობერტ რისს (ჰოლანდია) დაუზავდა, 4,5 ქულა (2 მოგება, 5 ფრე, 2 წაგება) დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება ჰოლანდიის სახელით მოთამაშე კიდევ ერთ ქართველ მოჭადრაკეს რობი კევლიშვილს, მან რიკ დუიკერს (ჰოლანდია) მოუგო და 3.5 ქულით (2 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება) მერვე ადგილი ერგო.

ტურნირის გამარჯვებული აზერბაიჯანელი მოჭადრაკე ნიჯატ აბასოვი გახდა, რომელმაც 7,5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ერიკ ჰანსენს (ჰოლანდია) ნახევარი ქულით გაუსწრო.

აღნიშნული ტურნირი, რომელშიც 10 მოჭადრაკე მონაწილეობდა, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა.

0.12638