“გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ “ლეიკერსთან” ისტორიული (სეზონის სტარტზე ზედიზედ მე-16) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ რასაც მივაღწიეთ, ეს, ისტორიაში არავის გაუკეთებია. ამის გააზრება წარმოუდგენელი გრძნობაა. თუმცა, ჩვენ მოდუნების საშუალება არ გვაქვს. კიდევ უკეთ უნდა ვითამაშოთ. არ ვფიქრობ, რომ რეგულარულ სეზონში 82-ვე შეხვედრას მოვიგებთ”.