უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “რომა” 6:1 დაამარცხა და ესპანური საკლუბო ფეხბურთის შედეგი გააუმჯობესა - ევროტურნირზე 5 ბურთის სხვაობით იტალიური გუნდი ესპანურთან აქამდე არ დამარცხებულა.
წინა შედეგიც “ბლაუგრანას” ეკუთვნის. 2012/13 წლების სეზონის მერვედფინალში “კამპ ნოუზე” “ბარსელონამ” “მილანს” 4:0 სძლია.