“შტუტგარტმა” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ალექსანდერ ცორნიგერი დაითხოვა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. გუნდის თავკაცის მოვალეობას დროებით, 23-წლამდელთა ხელმძღვანელი იურგენ კრამი შეასრულებს.
ცორნიგერი გერმანულ კლუბში მიმდინარე წლის ზაფხულში მივიდა. ალექსანდერის გუნდმა ბუნდესლიგასა და თასზე 15 მატჩი ჩაატარა, აქედან 5 მატჩში იმარჯვა, 1 ფრედ დაასრულა, ხოლო 9 შეხვედრაში დამარცხდა.
გერმანიის ჩემპიონატში “შტუტგარტი” მე-16 პოზიციაზე იმყოფება და სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტი 31 გოლი აქვს გაშვებული.