თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაწყებული 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში მე-4 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ “უაილდ ქარდის” მქონე თურქ სევენ ორალს 6:2, 6:1 სძლია და მერვედფინალში მოლდოველ ანასტასია ვდოვენკოს გაეჯიბრება.
ტურნირის მონაწილე კიდევ ერთი ქართველ ჩოგბურთელ ეკატერინე გორგოძეს მე-5 რეიტინგი გაჩნია და საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – გერმანელ კრისტინა შაკოვეცს ეთამაშება.
წყვილთა ტურნირში ქვაცაბაიამ და გერმანელმა ჯულიეტ სტეურმა მე-2 ნომრად განთესილ უკრაინულ-გერმანულ დუეტს (ფომინა-შაკოვეცი) 6:4, 6:2 სძლიეს და მეოთხედფინალში ავსტრიელ შუპერს და ჰოლანდიელ ვიკერინკს ეთამაშებიან.
რაც შეეხებათ გორგოძეს და ბელარუს ალინა ზუბკოვას, მათ პირველი რეიტინგის მქონე ბულგარულ-თურქულ წყვილთან (ევტიმოვა-სეზერი) 3:6, 5:7 წააგეს.