ჭიდაობა

23:04 | 24.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭიდავეები ყაზახურ ტურნირზე იასპარეზებენ

28-29 ნოემბერს ყახაზეთის ქალაქი ტარაზი დინმუხამედ კუნაევის სახელობის ტრადიციული ტურნირს უმასპინძლებს თავისუფალ ჭიდაობაში.

საქართველოს ნაკრები დავით პოღოსიანის ხელმძღვანელობით ყაზახეთში 26 ნოემბერს გაემგზავრება. ტურნირის გამარჯვებულები 5 000 დოლარს მიიღებენ, მეორე ადგილზე გასულები – 3 000-ს, მესამეები კი 1 000-ს. 28 ნოემბერს 57, 65, 74, 97 წონის ფალავნები იჭიდავებენ, 29-ში კი – დარჩენილი 61, 70, 86, 125 წონის წარმომადგენლები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 – კონსტანტინე ხუციშვილი

65 – კონსტანტინე ხაბალაშვილი და ლევან ქელეხსაშვილი

70 – დავით ტლაშაძე, დავით ბერძენიშვილი და გიორგი ლობჟანიძე

74 – იაკობ მაქარაშვილი და რევაზ ივანიშვილი

86 – გოჩა ლომთათიძე

97 – დავით ქერაშვილი

125 – გიორგი საკანდელიძე და დავით მოძმანაშვილი

მწვრთნელი: დავით პოღოსიანი

მსაჯი: რუსლან დარსანია

www.wrestling.ge

0.115572