დასასრულს მიუახლოვდა ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ ან ზეეში მიმდინარე ახალგაზრდა ოსტატთა საერთაშორისო ტურნირი, სადაც ორი ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი და რობი კევლიშვილი მონაწილეობს.
ბოლო ტურებს კარგად ატარებს ხომერიკი, რომელმაც მეშვიდე ტურში ერთპიროვნული ლიდერის ერიკ ჰანსენის დამარცხების , ამჯერად აუტსაიდერ რიკ დუიკერსს სძლია და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება კევლიშვილს, ამჯერად იგი ნიჯატ აბასოვთან დამარცხდა. აბასოვმა ამ გამარჯვების შემდეგ 6,5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ქართველი მოჭადრაკეებიდან ხომერიკს 4 ქულა აქვს და ჰინგ ტინგ ლაისთან ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს, კევლიშვილი კი 2,5 ქულით ბოლოსწინა მეცხრე ადგილზე იმყოფება.