სუპერლიგის მონაწილე, თასის მფლობელ ,,დინამოს’’ პერსპექტიული გამთამაშებელი ლუკა ზაქრაძე (10. 04. 96, 190) კოჭის ტრავმის გამო მინიმუმ ორი კვირა ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელის ირაკლი ხოშტარიას ერთ-ერთმა თანაშემწემ არჩილ ჟღენტმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ზაქრაძემ 2014-15 წლების სეზონი სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები არმიაში’’ გაატარა. 2015-16 წლების სეზონის დასაწყისში ლუკა ვთბ-ლიგის მონაწილე ,,ვითაში’’ ჩაირიცხა, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა და კარიერის გაგრძელება ,,დინამოში’’ გადაწყვიტა.